დაგეხმარებით, მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება.
David Gulishvili
დავით გულიშვილი, RSSA® Medicare-ის ლიცენზირებული სადაზღვევო აგენტიRegistered Social Security Analyst®Whitestone Insurance Services LLC-ის მფლობელიMedicare და საპენსიო საკითხები
თქვენი ჯანმრთელობა.თქვენი დაზღვევა.თქვენი მომავალი.
Medicare, Social Security და საპენსიო დაგეგმვა — პირადი კონსულტაცია დავით გულიშვილთან.
Medicare-ის ლიცენზირებული სადაზღვევო აგენტი | Registered Social Security Analyst® (RSSA®)
- გასაგები ახსნა
- ინდივიდუალური მიდგომა
- კონსულტაცია ვალდებულების გარეშე
როგორ გირჩევნიათ დაკავშირება?
აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი გზა. არჩევანის გაკეთება არ გაკისრებთ ვალდებულებას. დახმარების მისაღებად კონსულტაციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელი არ არის.
-
ჩაეწერეთ დავითთან კონსულტაციაზეაირჩიეთ სატელეფონო კონსულტაციისთვის მოსახერხებელი დღე და საათი.ჩაეწერეთ კონსულტაციაზე →გვერდი ინგლისურ ენაზეა
-
გსურთ, დაგირეკოთ?დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით თქვენთვის მოსახერხებელ დროს.ზარის მოთხოვნა →
-
მომიყევით, რაში გჭირდებათ დახმარებამონიშნეთ საკითხები, რომლებშიც დახმარება გჭირდებათ. ამას დაახლოებით ორი წუთი დასჭირდება.დაწყება →
-
დასვით შეკითხვამომწერეთ თქვენი შეკითხვა და პირადად გიპასუხებთ.შეკითხვის გაგზავნა →
-
გეგმების ონლაინ დათვალიერებაშეადარეთ გეგმები დამოუკიდებლად, ჩემს PlanEnroll-ის პორტალზე.PlanEnroll-ზე გადასვლა →გვერდი ინგლისურ ენაზეა
გადაფურცლეთ, რომ მეტი ნახოთ
Medicare 2027 — გზამკვლევი ქართულად
„Medicare & You 2027“-ის დამოუკიდებელი (არაოფიციალური) ქართული თარგმანი. დატოვეთ სახელი და ელფოსტა — წასაკითხ ბმულს ელფოსტით გამოგიგზავნით.
- Medicare-ის A, B, C და D ნაწილები
- ხარჯები და დახმარება მათ გადახდაში
- რეგისტრაციის ვადები და არჩევანი
- თქვენი უფლებები და დაცვა Medicare-ში
ტელეფონის მითითება არასავალდებულოა. სარეკლამო შეტყობინებებზე თანხმობა ცალკეა და ასევე არასავალდებულო.
Medicare — მარტივად და გასაგებად
აირჩიეთ თემა და წაიკითხეთ მოკლე ახსნა.
-
Medicare-ის A, B, C და D ნაწილებირას ფარავს თითოეული და როგორ მუშაობს.→
-
Medicare-ის ხარჯები და ყოველთვიური გადასახადებირისგან შედგება ხარჯები და როგორ შეადაროთ გეგმები.→
-
მედიკამენტების დაფარვარომელი წამლებია დაფარული და რაზეა დამოკიდებული ფასი.→
-
გისრულდებათ 65 წელი?მნიშვნელოვანი ვადები და შემდეგი ნაბიჯები.→
-
Social Security-ის პენსიის დაგეგმვა (RSSA®)როდის ჯობს პენსიის მიღების დაწყება და რას ცვლის ეს.→
-
დახმარება Medicare-ის ხარჯების გადახდაშიპროგრამები, რომლებიც შეიძლება შეგიმცირონ ხარჯები.→
გადაფურცლეთ, რომ მეტი ნახოთ
რას ფარავს Medicare-ის A, B, C და D ნაწილები?
A ნაწილი საავადმყოფოს დაზღვევაა. ის ფარავს საავადმყოფოში მკურნალობას, სპეციალიზებულ მოვლის დაწესებულებაში (skilled nursing facility) ყოფნას, ჰოსპისს და სახლში მოვლის ზოგიერთ მომსახურებას.
B ნაწილი სამედიცინო დაზღვევაა. ის ფარავს ექიმთან ვიზიტებს, ამბულატორიულ მომსახურებას, პროფილაქტიკურ გამოკვლევებს და სამედიცინო აღჭურვილობას.
C ნაწილის (Medicare Advantage) გეგმებს სთავაზობენ Medicare-ის პროგრამის მიერ დამტკიცებული კერძო სადაზღვევო კომპანიები. ეს გეგმები მოიცავს A და B ნაწილების დაფარვას, როგორც წესი, მედიკამენტების დაფარვასაც, ხშირად კი — დამატებით მომსახურებასაც. ჩვეულებრივ, მათ აქვთ ექიმებისა და საავადმყოფოების საკუთარი ქსელი.
D ნაწილი რეცეპტით გაცემული მედიკამენტების დაზღვევაა. მისი შეძენა შეიძლება ცალკე გეგმის სახით ან Medicare Advantage-ის გეგმის ფარგლებში. Medicare Supplement (Medigap) პოლისი კი გეხმარებათ იმ ხარჯების გადახდაში, რომლებიც ორიგინალი Medicare-ით სარგებლობისას თქვენ გიწევთ.
ჰკითხეთ დავითს ამ თემაზე →რა დამიჯდება Medicare?
ადამიანების უმეტესობა A ნაწილისთვის ყოველთვიურ გადასახადს (პრემიას) არ იხდის, რადგან მუშაობის წლებში ისინი ან მათი მეუღლეები Medicare-ის გადასახადს იხდიდნენ.
B ნაწილს აქვს ყოველთვიური გადასახადი (პრემია), რომლის ოდენობა ყოველ წელს დგინდება. მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებს შეიძლება მეტის გადახდა მოუწიოთ.
გარდა ამისა, არსებობს ხარჯები, რომლებსაც სამედიცინო მომსახურების მიღებისას იხდით:
Deductible (ფრანშიზა) — თანხა, რომელსაც თავად იხდით, სანამ კონკრეტული სადაზღვევო დაფარვა დაიწყება;
თანაგადახდა (copay) — ფიქსირებული თანხა, მაგალითად, ექიმთან ვიზიტზე ან წამალზე;
თანადაზღვევა (coinsurance) — მომსახურების ღირებულების პროცენტი, რომელსაც თქვენ იხდით.
Medicare Advantage-ის, D ნაწილისა და Medigap-ის გეგმებს თავიანთი ყოველთვიური გადასახადი და სხვა ხარჯები აქვთ, რაც გეგმისა და საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით განსხვავდება. დაგეხმარებით, შეადაროთ არა მხოლოდ ყოველთვიური გადასახადი, არამედ მთელი წლის სავარაუდო ჯამური ხარჯი.
ჰკითხეთ დავითს ამ თემაზე →ფარავს თუ არა გეგმა ჩემს მედიკამენტებს?
მედიკამენტების დაფარვის ყველა გეგმას აქვს დაფარული წამლების საკუთარი სია (ფორმულარი), ფასების დონეები და აფთიაქების ქსელი. ეს ყველაფერი შეიძლება ყოველ წელს შეიცვალოს.
D ნაწილში ახლა მოქმედებს წლიური ზღვარი — მაქსიმალური თანხა, რომელსაც დაფარულ მედიკამენტებზე წლის განმავლობაში საკუთარი ჯიბიდან გადაიხდით.
თქვენს მედიკამენტებს კონსულტაციის დროს ერთად გადავხედავთ და შევამოწმებთ, როგორ ფარავს მათ თქვენს რეგიონში ხელმისაწვდომი გეგმები. ხარჯი დამოკიდებულია კონკრეტულ გეგმაზე, აფთიაქსა და მედიკამენტზე. გეგმის შეცვლის მთავარი დრო ყოველწლიური რეგისტრაციის პერიოდია — 15 ოქტომბრიდან 7 დეკემბრამდე.
გთხოვთ, ვებგვერდის ფორმებში ნუ მიუთითებთ მედიკამენტების სიას ან ჯანმრთელობის სხვა პირად ინფორმაციას.
ჰკითხეთ დავითს ამ თემაზე →გისრულდებათ 65 წელი? როდის უნდა დარეგისტრირდეთ Medicare-ში?
Medicare-ში პირველად დარეგისტრირების პერიოდი შვიდი თვე გრძელდება: სამი თვე იმ თვემდე, როცა 65 წელი გისრულდებათ, თავად ეს თვე და მომდევნო სამი თვე.
თუ უკვე იღებთ Social Security-ის ფულად სარგებელს (მაგალითად, პენსიას), A და B ნაწილებში, როგორც წესი, ავტომატურად დაგარეგისტრირებენ.
თუ თქვენ ან თქვენი მეუღლე ჯერ კიდევ მუშაობთ და დამსაქმებლის დაზღვევა გაქვთ, ვადები შეიძლება განსხვავდებოდეს. თუ დაგვიანებით დარეგისტრირდებით და ამ პერიოდში სხვა შესაბამისი დაზღვევა არ გქონდათ, შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში დამატებითი ჯარიმის გადახდა მოგიწიოთ. ამიტომ ჯობია, ეს საკითხი წინასწარ გაარკვიოთ.
ჰკითხეთ დავითს ამ თემაზე →როდის ჯობს Social Security-ის პენსიის მიღების დაწყება?
Social Security-ის პენსიის მიღება შეგიძლიათ 62 წლიდან, თუმცა ამ შემთხვევაში ყოველთვიური თანხა შემცირებული იქნება. თუ მიღებას სრულ საპენსიო ასაკში დაიწყებთ, მიიღებთ სრული საპენსიო ასაკისთვის გათვალისწინებულ თანხას. თუ პენსიის მიღებას 70 წლამდე გადადებთ, ყოველთვიური თანხა გაიზრდება.
არჩევანზე გავლენას ახდენს მეუღლისა და დაქვრივებული მეუღლისთვის განკუთვნილი თანხები, გადასახადები და სამუშაოდან მიღებული შემოსავალი. პენსიის მიღების დაწყების დროის შერჩევა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა: მოგვიანებით მისი შეცვლის შესაძლებლობა შეზღუდულია და კონკრეტულ წესებზეა დამოკიდებული.
როგორც Registered Social Security Analyst® (RSSA®), დაგეხმარებით, შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები და ის, თუ როგორ უკავშირდება ისინი თქვენს Medicare-ის დაზღვევას.
ჰკითხეთ დავითს ამ თემაზე →შემიძლია მივიღო დახმარება Medicare-ის ხარჯების გადახდაში?
Medicare Savings Programs (MSP) — დახმარების პროგრამები, რომლებსაც შეუძლიათ B ნაწილის ყოველთვიური გადასახადის, ზოგ შემთხვევაში კი ფრანშიზისა და თანაგადახდის დაფარვა.
Extra Help — შეღავათი, რომელიც ამცირებს მედიკამენტების ხარჯებს შეზღუდული შემოსავლისა და ქონების მქონე ადამიანებისთვის.
Medicaid-მა შეიძლება დამატებითი ხარჯებიც დაფაროს მათთვის, ვინც პროგრამის პირობებს აკმაყოფილებს. პირობები შტატის მიხედვით განსხვავდება. დაგეხმარებით, გაარკვიოთ, გეკუთვნით თუ არა ეს დახმარება, და შეავსოთ განაცხადი.
ჰკითხეთ დავითს ამ თემაზე →რატომ უნდა მომმართოთ?
პირადი ყურადღება
თქვენს საკითხებს პირადად განვიხილავ და დაგეხმარებით შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვაში.
თქვენს ენაზე
გემსახურებით ქართულად, ინგლისურად და რუსულად, რომ ყველა დეტალი ნათელი იყოს.
ლიცენზია და გამოცდილება
ლიცენზირებული ვარ ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის, კონექტიკუტის, პენსილვანიის, ოჰაიოს, დელავერისა და სამხრეთ კაროლინის შტატებში და დაგეხმარებით Medicare-ისა და Social Security-ის საკითხებში გარკვევაში.
გრძელვადიანი მომსახურება
ყოველწლიურად ერთად გადავხედავთ თქვენს სადაზღვევო დაფარვას და დაგეხმარებით, როცა კი შეკითხვა გაგიჩნდებათ.
გაქვთ შეკითხვა? მოდით, ვისაუბროთ.
დამირეკეთ პირდაპირ ან აირჩიეთ კონსულტაციისთვის მოსახერხებელი დრო.
ჩვენ არ გთავაზობთ თქვენს რეგიონში არსებულ ყველა გეგმას. ამჟამად წარმოვადგენთ 5 ორგანიზაციას, რომლებიც თქვენს რეგიონში 26 პროდუქტს გთავაზობენ. ყველა შესაძლო არჩევანის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ medicare.gov-ს, დარეკეთ 1-800-MEDICARE-ზე ან დაუკავშირდით თქვენი შტატის ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამას (State Health Insurance Program — SHIP).
დავით გულიშვილი ლიცენზირებული სადაზღვევო აგენტია და მუშაობს დამოუკიდებელ სადაზღვევო სააგენტოში Whitestone Insurance Services LLC. ჩვენ არ ვართ დაკავშირებული აშშ-ის მთავრობასთან, ფედერალურ Medicare-ის პროგრამასთან, Social Security-სთან ან Medicaid-თან და არ გვაქვს მათი მხარდაჭერა. RSSA® პროფესიული წოდებაა და არ ნიშნავს კავშირს სოციალური დაცვის ადმინისტრაციასთან (Social Security Administration).
კონფიდენციალურობის პოლიტიკა · წესები და პირობები (ინგლისურად)
დავით გულიშვილი, RSSA®